როგორ ემზადებიან პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ბავშვის დაბადებისთვის

 

2019 წლის აპრილში მეგან მარკლი და პრინცი ჰარი მშობლები გახდებიან. ჯერ არ დაბადებულ ბავშვს მთელ მსოფლიოში ყველაზე აქტიურად განიხილავენ. წყვილი ამბობს, რომ უარი თქვეს წინასწარ ბავშვის სქესის გაგებაზე და მას მხოლოდ  ბავშვის დაბადების დღეს გაიგებენ.  ამჟამად წყვილი ახალი სახლის მოწყობით არის დაკავებული, სადაც ბავშვის დაბადების შემდეგ გადავლენ. უინძორში მდებარე სახლში–ფროგმორ ჰაუსში ათი საძინებელი ოთახია. სარემონტო სამუშაოები სახლში დედოფალ ელისაბედ მეორის პირადი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ინფორმირებული წყაროს ცნობით სახლი აპრილში, ზუსტად ბავშვის დაბადებისთვის იქნება მზად. მეგანმა და ჰარიმ გადაწყვიტეს დამოუკიდებლად აანაზღაურონ დიზაინერის და ფლორისტის მომსახურება. ისინი რამდენიმე ახალი ბუხრის კომპოზიციას შექმნიან, რომელთა დაპროექტება მეგან მარკლის თხოვნით მოხდა.

გარდა ამისა, სასექსის ჰერცოგინიამ დიზაინერებს სთხოვა ბავშვის ოთახის ინტერიერი გენდერული ნეიტრალობის პრინციპით შეექმნათ. პრინცესა განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდა საღებავის შერჩევას – ის ეკოლოგიურად სუფთა ვეგანური ემულსიისგან და ევკალიპტის ზეთისგან შედგება. როგორც ირკვევა, საღებავები როზმარინისა და ევკალიპტის ზეთით ბავშვის იმუნური სისტემის გაძლიერებას უწყობს ხელს და კრეატიულობასაც კი ავითარებს. როგორც წყარო ამბობს მეგანი კატეგორიული წინააღმდეგია ისეთი საღებავების გამოყენების, რომლებიც ფუტკრის ფიჭას და ისეთ მასალებს შეიცავს, რომლებიც ცხოველებზეა ტესტირებული.

უახლოეს მომავალში მეგან მარკლის დედა, დორია რეგლანდი კალიფორნიიდან ლონდონში გადავა, რათა შვილს ბავშვის დაბადებისთვის მოსამზადებლად დაეხმაროს. ოჯახი გეგმავს რაც შეიძლება მეტი დრო გაატარონ ერთად, აპრილში კი მთლიანად ბავშვისთვის საჭირო ნივთების ყიდვაზე და ძიძის მოძებნაზე გადაერთონ.

“პრინცი ჰარი მოხარულია რომ დარია რეგლანდი მათთან გადადის საცხოვრებლად. მათ კარგი ურთიერთობები  აქვთ და ორივეს კარგი იუმორის გრძნობა აქვს “– ამბობს ინფორმირებული წყარო.