რუსეთის დუმის დეპუტატი ვერტმფრენის ჩამოვარდნას ემსხვერპლა

რუსეთის დუმის დეპუტატი და მულტიმილიონერი აირატ ხაირულინი ავია კატასტროფას ემსხვერპლა ინფორმაცია ამის შესახებ დუმის ვიცე-სპიკერმა სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა.

კატასტროფა თათრეთის რესპუბლიკაში მოხდა,Bell 406 ტიპის ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა. დეპუტატთან ერთად 2 პირი იმყოფებოდა, ორივე მათგანი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოებში გადაიყვანეს.