რუსეთის ორი და საქართველოს ერთი მოქალაქე რუსთავში ბინის გაქურდვის დროს დააკავეს

რუსთავის პოლიციამ ქურდობის მცდელობის ბრალდებით, საქართველოს ერთი და რუსეთის ორი მოქალაქე დააკავა. შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დადგინა, რომ მათ 11 თებერვალს რუსთავში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინის კარი ე.წ. “ატმიჩკების” საშუალებით გააღეს და მის გაქურდვას შეეცადნენ.

“სამართალდამცველებმა ერთი დამნაშავე ბინიდან გამოსვლის და მიმალვის მცდელობისას, დანარჩენი ორი კი იმავე ბინაში, ადგილზევე დააკავეს. დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ნაქურდალი ოქროს ნივთები, სამკაულები, 4 000 დოლარი და ე.წ. “ატმიჩკები”. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”იუწყება შსს.