66 წლის ბრიჯიტ მაკრონმა, რომელიც ქმართან, საფრანგეთის პრეზიდენტთან, 41 წლის ემანუელ მაკრონთან ერთად სამხრეთ საფრანგეთში ისვენებს, ნავით სეირნობისას მხარი იღრძო.
პრეზიდენტი და მისი მეუღლე უკვე ორი კვირაა შვებულებას ლაჟვარდოვან სანაპიროზე, ფორტ ბრეტანში ატარებენ, სადაც საპრეზიდენო რეზიდენცია მდებარეობს.
ბრიჯიტ მაკრონს ნავით სეირნობისას ფეხი დაუცურდა და ტრავმა მიიღო. ამჟამად მის ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება, თუმცა იძულებულია სპეციალური სახვევით იაროს.
დღეს საპრეზიდენტო წყვილი საფრანგეთის სამხრეთ აღმოსავლეთით ბორმ ლე მიმოზას კომუნას ესტუმრა, რომელიც გათავისუფლების 75 წლისთავს აღნიშნავს. პრეზიდენტი და მისი მეუღლე ადგილობრივ მაცხოვრებლებს შეხვდნენ.