სალომე ზურაბიშვილი ნიკა რურუას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკოს ნიკა რურუას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. 

ამასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილმა სოციალუ ქსელ “ფეისბუქში” პირად გვერდზე დაწერა. 

როგორც ცნობილია, დღეს”ნაციონალური მოძრაობის” წევრი ვერაზე, ზანდუკელის ქუჩაზე საკუთარ სახლში გარდაიცვალა. 

წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა. 

“ამ წუთში შევიტყვე ნიკა რურუას უეცარი გარდაცვალების შესახებ. ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას. ნებისმიერი პოლიტიკური დაპირისპირება სიკვდილის წინაშე მთავრდება!”,- წერს საქართველოს არჩეული პრეზიდენტი.

ნიკა რურუა  2003 წლის “ვარდების რევოლუციის” შემდეგ გახდა საქართველოს მეექვსე მოწვევის პარლამენტის წევრი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიიდან. იყო თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი, ასევე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე.

ნიკა რურუა იყო საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის დაარსების იდეის ავტორი, რომელიც 2006 წელს გაიხსნა.

2009 წლის 9 დეკემბერს ნიკოლოზ რურუა დაინიშნა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრად. ეს თანამდებობა მას 2012 წლის 25 ოქტომბრამდე ეკავა.