სანტა კლაუსმა შეყვარებულს ხელი სთხოვა. ამაღელვებელი კადრები.

სანტა კლაუსების მარათონის დროს ერთერთმა სანტამ შეყვარებულს ხელი სთხოვა.ღონისძიების ორგანიზატორი იუსუფი მის დამთავრებას დაელოდა და მხოლოდ ამის შემდეგ შესთავაზა ცოლობა საყვარელ გოგონას. კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინაში ყოველწლიურ სანტების მარათონში 1000 სანტა მონაწილეობდა. მარათონის შედეგად შეგროვილი თანხა 500 გაჭირვებული ოჯახის დასახმარებლად დაიხარჯება.