“საპირფარეშოშიც დაცვა აცილებდა”-რას ყვება თაკო ნაცვლიშვილი ჯულია რობერტსთან გადაღების შესახებ

სულ ცოტა ხნის წინ თაკო ნაც­ვლიშ­ვი­ლი იტა­ლი­უ­რი ქალის თეთრეულის  ბრენ­დის „კალ­ცე­დო­ნი­ას“ რეკ­ლა­მა­ში ჯუ­ლია რო­ბერტსთან ერ­თად გა­მოჩ­ნდა

ვიდეორგოლი “კალცედონიას” ინსტაგრამის არაოფიციალურ გვერდზე გაამოჩნდა.

მანამდე კი თაკო ნაცვლიშვილმა The Movement TV-სთან ინტერვიუში გადაღების შესახებ ისაუბრა და ჯულია რობერტსთან ურთიერთობა გაიხსენა.

“მი­რე­კა­ვენ, რომ დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი ხარ “კალ­ცე­დო­ნი­ის” რეკ­ლა­მა­ზე ჯუ­ლია რო­ბერტსთან ერ­თად, გა­და­ღე­ბა – ვე­რო­ნა­ში. არ მჯე­რო­და, ლე­გენ­დაა ჩემ­თვის ეს ადა­მი­ა­ნი.ველოდებით ჯულიას რომ მოვიდეს და შემოვიდა  დაც­ვით. ყველ­გან დაც­ვით და­დი­ო­და, სა­პირ­ფა­რე­შო­შიც დაც­ვა აცი­ლებ­და. სა­რეკ­ლა­მო რგოლ­ში კონ­სულ­ტან­ტის როლი მაქვს და გა­აც­ნეს ჩემი თავი, ეს არის შენი კონ­სულ­ტან­ტიო. მო­ვი­და, ხელი ჩა­მო­მარ­თვა. გა­მომ­კი­თხა სა­ი­დან ვარ, რას ვაკეთებ და ა.შ. სხვა­თა შო­რის, იცო­და სა­ქარ­თვე­ლო და ძა­ლი­ან გა­მიკ­ვირ­და“ – თქვა The Movement TV-სთან თაკო ნაცვლიშვილმა.