“საქართველოში ბიზნესი თავისუფალია”-“ქართული ოცნების” წევრი მამუკა მდინარაძე აშშ-ის მხრიდან საქართველოზე შესაძლო სანქციების დაწესებას ეხმაურება.
„საქართველოში ბიზნესი ნამდვილად თავისუფალია და როდესაც ჩვენი უცხოელი პარტნიორები, მაგალითად, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს გავიხსენებ აღმოჩნდნენ უხერხულ მდგომარეობაში. ეს უხერხულობა გამოიწვია ჩვენი კოლეგების და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის არასწორმა ინფორმაციამ და ამ შემთხვევაში, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ჩასწორება მოხდა და ეს უხერხულობა მე მგონია, რომ უნდა აიცილონ ხოლმე ჩვენმა კოლეგებმა საქართველოში და რამდენად უნდა მტრობდე შენს ქვეყანას, რომ არასწორი ინფორმაციები შენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მიაწოდო უცხოელ პარტნიორებს და მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს. ეს არის ცუდი და მეორე, მე ნამდვილად არ ველოდები, არ არის ისეთი მდგომარეობა და არ არის რეალობა ისეთი, რომ ჩვენმა მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა რაიმე სანქციებზე დაიწყონ ლაპარაკი,“ – განაცხადა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსთვის სანქციების დაწესებას “რესპუბლიკელი” კონგრესმენი მარკვეინ მალინი ითხოვს.
კანონპროექტის თანახმად, სანქციები დაუწესდება საქართველოს მთავრობას, თუ დადგინდება, რომ მისი მოქმედებები ძირს უთხრის ბიზნეს ოპერაციებში ჩართულ ამერიკელებთან დადებულ ხელშეკრულებებს და მათ წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს.
ამ შემთხვევაში საქართველოს შეერთებული შტატებისგან ფინანსური დახმარების შეჩერება ემუქრება ,კონკრეტულ პირებს კი შესაძლოა აშშ-ში შესვლა აეკრძალოთ.