სელინ დიონი და მისი ბოიფრენდი, პეპე მუნიოსი პარიზის მაღალი მოდის კვირეულის ყველა ჩვენებას ესწრებოდნენ. პირველად ეს წყვილი ერთად 2017 წლის აგვისტოში შენიშნეს. პარიზულ ჩვენებაზე კი მუდმივად პირველ რიგებში ისხდნენ და მოურიდებლად ეფლირტავებოდნენ ერთმანეთს სტუმრების და ფოტოობიექტივების წინაშე. ისინი ყველგან ერთად, ხელჩაკიდებულები დადიოდნენ – ბრენდების ოფისებში, ჩვენებებზე და წვეულებებზე.
პეპეს შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. ის სელინ დიონზე 16 წლით უმცროსია(34 წლის). პროფესიით მოცეკვავეა. ცეკვავს სელინ დიონის მოცეკვავეთა ჯგუფში და რეგულარულად გამოდის მის კონცერტებზე. გატაცებულია ხატვით. მისი ესკიზები ხშირად იბეჭდება ჟურნალებში.
სელინ დიონისთვის ეს არის პირველი ურთიერთობა ქმრის, რენე ანჟელილის გარდაცვალების შემდეგ. ის 2016 წელს, 73 წლის ასაკში გარდაიცვალა. სელინმა მთელი შეგნებული ცხოვრება რენეს გვერდით გაატარა: 12 წლის იყო, როცა 38 წლის რენე გაიცნო. წყვილს სამი ვაჟი ყავდა – რენე–შარლი და ტყუპები: ედი და ნელსონი. ქმრის დაღუპვა სელინ დიონისთვის უდიდესი დარტყმა იყო და მდგომარეობიდან გამოსვლა ძალიან გაუჭირდა.