შს მინისტრი: საარჩევნო კანონის დარღვევისთვის საქმეები ძირითადად მმართველი პარტიის წარმომადგენლებზე აღიძრა

{{ARTICLEIMAGE}}
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების დროს საარჩევნო კანონის დარღვევისთვის სულ 26 საქმე აღიძრა. 

“სამწუხაროდ” უმრავლეს შემთხვევაში, მმართველი პარტიის წარმომადგენლებზე მიმართ”, აღნიშნა გახარიამ. მან ასევე განაცხადა, რომ ახალქალაქში მომხდარ მძიმე ინციდენტზე, როცა ოპოზიციის წარმომადგენელზე მოხდა თავდასხმა, 5 ადამიანის წინააღმდეგ მიმდინარეობს სისხლის სამართლის დევნა.

“კარგად გვესმის, რომ საარჩევნო დარღვევებსა და ახალქალაქის ინციდენტზე საერთაშორისო ორგანიზაციებში შეფასებები გაიგზავნება, თუმცა, სანამ ასეთი რეაგირება მოხდება, ყველა საქმის დასრულება შეიძლება. ჩვენც გავაგზავნით წერილებს, ვინ დაისჯება, ვინ დაისაჯა და ამ ორგანიზაციებს ობიექტურ ინფორმაციებს მივაწვდით”, აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, ტელევიზიით გასულ ვიდეოფაქტების გამო, სადაც საარჩევნო ბიულეტენების ჩაყრა იკვეთება, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პროკურატურას მიმართა.