სომხეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ხმათა 70.43 პროცენტით პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლ ფაშინიანის ბლოკმა – “ჩემი ნაბიჯი” გაიმარჯვა.
წინასწარი მონაცემებით, 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახა “რესპუბლიკურმა პარტიამ,” რომელსაც წინა მოწვევის პარლამენტში უმრავლესობა ჰქონდა.
წინასწარი შედეგებით, რესპუბლიკელებმა 4,70% დააგროვეს. პარლამენტს მიღმა ასევე რჩება პარტია “დაშნაკციუტუნიც,” რომელსაც წინასწარი მონაცემებით, ხმა მისცა არჩევნებში მონაწილეოთა 3,89%-მა.
საარჩევნო ბარიერი გადალახეს პარტიებმა – “აყვავებული სომხეთი”(8,27%) და “განათლებული სომხეთი”(6,37%). 9 დეკემბერს ჩატარებულ რიგგარეშე არჩევნებში სულ 11 პარტია და ბლოკი მონაწილეობდა. წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 48,63%-ს შეადგენდა.