სტრასბურგში საშობაო ბაზრობაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ლიკვიდირებულია

{{ARTICLEIMAGE}}
საფრანგეთის პოლიციამ სტრასბურგში საშობაო ბაზრობაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირი, 29 წლის შერიფ შეკატი მოკლა. საფრანგეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა სპეცოპერაცია ნოდორფის რაიონში ჩაატარეს. სწორედ აქ ცხოვრობდა შერიფ შეკატი. როგორც უცხოური მედია იუწყება, ეჭვიმატანილი ერთ-ერთ საწყობში იმალებოდა.

11 ნოემბერს სტრასბურგის ცენტრში, კლებერის მოედანზე, საშობაო ბაზრობასთან სროლისას 3 ადამიანი დაიღუპა და 12 დაიჭრა. ავტომატით შეიარაღებულმა თავდამსხმელმა, რომელიც, სავარაუდოდ, შერიფ შეკატი იყო, პოლიციის მიერ საპასუხო გასროლისა დაიჭრა და შემთხვევის ადგილიდან ტაქსით მიიმალა.