თავისუფლებისმოყვარე ხალხია, რომელიც მთავრობისგან დაპირებულ დემოკრატიულ რეფორმებს ითხოვს- კონგრესმენი ქართველ დემონსტანტებზე

აშშ-ის კონგრესის წევრი უილ ჰარდის თქმით, დემონსტრანტები, რომლებიც ებრძვიან ჩაგვრას რუსეთის მხრიდან და მთავრობისგან დაპირებულ დემოკრატიულ რეფორმას ითხოვენ, თავისუფლებისმოყვარე ადამიანები არიან.

კონგრესმენი Twitter-ზე აზიარებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლება კონგრესმენებისგან წერილებს იღებს და წერს, რომ უხარია აშშ-ს კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერა ქართველი დემონსტრანტების მიმართ.

,,ჩვენ გვესმოდა პროტესტზე ჰონგ-კონგსა და ირანში, მაგრამ პროტესტი მიმდინარეობს საქართველოშიც. ესენი არიან თავისუფლებისმოყვარე ადამიანები, რომლებიც ებრძვიან ჩაგვრას რუსეთის მხრიდან და ითხოვენ, რომ მათმა ხელისუფლებამ განახორციელოს დაპირებული დემოკრატიული რეფორმა. მოხარული ვარ, რომ კონგრესი მათ ორპარტიული გზით მხარს უჭერს”,- აცხადებს უილ ჰარდი.