“თავს გრძნობს ძალიან კარგად.ისვენებს ძალიან მაგარ სასტუმროში“–კორონავირუსით დაინფიცირებულის ძმა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ერთ–ერთი პაციენტის ძმა, გიორგი სტურუა  ფეისბუქში სტატუსს წერს და ამბობს, რომ მისი ძმა თავს კარგად გრძნობს.

“მეგობრებო, პირველ რიგში, მინდა დავიწყო იმით რომ მშვიდობაა. ძალიან ბევრი შეტყობინება და ზარი შემოდის და ყველას ჯერ ფიზიკურად ვერ ვუპასუხე, ამიტომ აქ დავწერ საჯაროდ, მოკლედ. პირველ რიგში, ჩემი ძმა Didimi Sturua Junior უკვე აქეთ არის და არა საფრანგეთში, ჩამოვიდა რამდენიმე დღეა. მართალია დღეს დადებითი პასუხი დაუდასტურდა ვირუსზე მაგრამ არანაირი საგანგაშო მდგომარეობა, ვირუსი მიმდინარეობს ძალიან უპრობლემოდ და არანაირი გართულება არ გამოუწვევია ორგანიზმში. თავს გრძნობს ძალიან კარგად (ისვენებს ძალიან მაგარ სასტუმროში)და უბრალოდ დროის საკითხია ტესტის უარყოფით პასუხამდე. დიდი მადლობა ყველას გამოჩენილი ყურადღებისთვის და თანადგომისთვის. მინდა ყველას გთხოვოთ, რომ ამ ისედაც დაძაბულ პერიოდში ნეგატიური ფიქრები არ დაიმატოთ და ინერვიულოთ, მიაქციეთ ყურადღება იმას რომ ვირუსი მიმდინარეობს და უკვე ფაქტიურად სრულდება სეზონურ მსუბუქ გრიპზე უფრო მარტივად! მალე უარყოფითი პასუხის ინფორმაციითაც გაგახარებთ! “– წერს გიორგი სტურუა.