თბილისში, კრწანისის რაიონში, ლიეტუვას საელჩოსთან მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შსს-ს ცნობით გამოძიება სისხლის სამართლის ორი მუხლით, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარების მუხლით მიმდინარეობს.