The Economist: რუსეთი დემოგრაფიული ვარდნის დამღუპველ ციკლში შედის

The Economist-მა გამოაქვეყნა ანალიზი რუსეთში დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ უკრაინის ომისა და მასთან დაკავშირებული კოლოსალური დანაკარგების ფონზე.

სტატიის მიხედვით  2021 წელს რუსეთში დაახლოებით 145 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა. პანდემიისა და უკრაინის ომის ფონზე (იმიგრანტების ჩათვლით) რუსეთმა1,9-დან 2,8 მილიონამდე  მოქალაქე დაკარგა . თუ მიმდინარე ტენდენციები გაგრძელდება, ქვეყნის მოსახლეობა 50 წელიწადში 120 მილიონამდე შემცირდება, ნათქვამია მოხსენებაში.

რუსი კაცები ყველაზე სწრაფად კვდებიან. მათი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა პანდემიისა და ალკოჰოლიზმის გავრცელების ფონზე ბოლო წლებში უკვე 62 წლამდე დაეცა. ორი წლის წინ 100 რუს მამაკაცზე 121 ქალი იყო, შემდეგ კი მდგომარეობა გაუარესდა.

? “სამხედრო დანაკარგებს  მძიმე ზარალი მიაქვს ისედაც შემცირებადი,  დაავადებული მოსახლეობისთვის. რუსეთი შეიძლება შევიდეს დემოგრაფიული ვარდნის დამღუპველ ციკლში. …  ეს დამღუპველი ციკლი არ ამცირებს პუტინის დამპყრობლურ სურვილს. მაგრამ ის რუსეთს პატარა, ნაკლებად განათლებულ და გაღატაკებულ ქვეყნად აქცევს, საიდანაც ახალგაზრდები გარბიან და სადაც კაცები 60 წლის ასაკში კვდებიან“, — წერს The Economist.