თელავში საყორნის მთაზე ხანძარია

თელავში, საყორნის მთაზე ხანძარია. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს.

“კახეთში, სოფლებთან – ართანასა და ფშაველთან, ალპურ ზონაში შეინიშნება დაკვამლიანების რამდენიმე კერა. ადგილზე უკვე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები. ართანასთან მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. სხვა კერებზე ტარდება მონიტორინგის სამუშაოები და სახანძრო-სამაშველო ჯგუფები საჭირო რეაგირებისთვის მზად არიან.

ამ დროისთვის, ხანძრის ტყის მასივზე ან სოფლებზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს. სიტუაცია სრულად ექვემდებარება კონტროლს” – აღნიშნულია განცხადებაში.