თინა კანდელაკი ფორმას სპორტის და სპეციალურად შემუშავებული დიეტის საშუალებით ინარჩუნებს. რუსეთში მოღვაწე წარმოშობით ქართველმა წამყვანმა და ტელეპროდიუსერმა საკუთარი დიეტის საიდუმლო სოციალურ ქსელში გაამხილა და მისი ბლოგის მკითხველებისთვის ფოტოც დადო. თინას ხელში უჭირავს თეფში სალათით.
“გადადით ჯანსაღ კვებაზე. მიირთვით არარაფინირებული პროდუქტები, ახალი ხილი და ბოსტნეული, უარი თქვით შაქარზე და გლუტეინზე, და იქნებით ბედნიერები“ – დაწერა კანდელაკმა.
ის კარგა ხანია პირადი ტრენერის რჩევების ითვალისწინებს. იმის სადემონსტრაციოდ, რომ ჯანსაღი პროდუქტებითაც შეიძლება საინტერესო მენიუს მომზადება, თინა მკითხველს მოუყვა რას მიირთმევს თვითონ, რითაც ბევრი გააოცა და გააღიზიანა.
ტელეწამყვანმა დაწერა, რომ მის რაციონში შედის, მაგალითად, წითელი და თეთრი თევზის კატლეტი, რამდენიმე ძვირადღირებული ზღვის პროდუქტი და სატაცური, ორაგულის სტეიკი ყვავილოვანი კომბოსტოთი. “გარანტიას გაძლევთ, ბედნიერად იგრძნობთ თავს!“ – დაპირდა თინა მკითხველს, რომელთა ნაწილი ჩამონათვალმა გააღიზიანა და ტელეწამყვანს დაუკომენტარა, რომ ასეთ მენიუზე ყველას არ მიუწვდება ხელი. “მეტისმეტია თინა. თქვენს ბლოგს ხომ ჩვეულებრივი ადამიანები კითხულობენ, რომლებისთვისაც ეს ინგრედიენტები ხელმისაწვდომი არ არის“ – წერენ კანდელაკის ხელმომწერები.
თუმცა ზოგი ამბობს, რომ თინას არაფერი დაუშავებია: მან უბრალოდ თქვა რას ჭამს თვითონ. მისი რჩევა კი, ახალი ხილის და ბოსტნეულის ჭამისა და შაქარზე და რაფინირებულ პროდუქტზე უარის თქმის შესახებ ყველასთვის ხელმისაწვდომია თუნდაც განსხვავებული რაციონით.