რამდენიმე დღეა პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებულ კანონპროექტებს ხმაურის ფონზე განიხილავს. ამ თემაზე სამი კანონპროექტია წარდგენილი, რომელთაგან ერთ-ერთი ირაკლი კობახიძეს და უმრავლესობის წევრებს ეკუთვნის, ერთი ეკა ბესალიას და მის თანაგუნდელებს, მესამე – „ევროპულ საქართველოს“.
ირაკლი კობახიძის კანონპროექტის სახელით ცნობილ უმრავლესობის კანონპროექტს ოპოზიცია და „ქართული ოცნებიდან“ გასული ეკა ბესელია და მისი გუნდი თავიდან ბოლომდე იწუნებს. დღეს ამ პროექტს იურიდიული კომიტეტის სხდომაზე განიხილავდნენ. როგორც გედევან ფოფხაძემ დღეს კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობას განუცხადა, ირაკლი კობახიძის კანონპროექტით, მოსამართლეთა თანამდებობებზე ჩინჩალაძეზე უარესი კანდიდატურები შევა და არჩევანი ცუდსა და უარესს შორის იქნება.