თურქმენეთის პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუხამედოვმა თავის ცხენს, სახელად როვაჩს უმღერა. ქვეყნის მეთაურის პერფომანსი ვიდეოპორტალ “იუთუბზე” გამოჩდა, სადაც ის შვილიშვილთან ერთად მღერის.
ბერდიმუხამედოვის შესრულება თურქმენული ბედაურის ეროვნულ დღესასწაულს მიეძღვნა.