ტომ კრუზმა ნიკოლ ქიდმანს შვილის ქორწილში მისვლა აუკრძალა

მომავალ კვირას კონორ კრუზის ქოროწილი გაიმართება, რომელიც ტომ კრუზის და ნიკოლ ქიდმანის ნაშვილები შვილია. გრანდიოზულ დღესასწაულზე უკვე დაპატიჟებულია 150 სტუმარი, რომელთა შორის ჰოლივუდის ბევრი ვარსკვლავიც არის.
თუმცა გაირკვა, რომ მიწვეულებს შორის არ არის კონორის დედა, ნიკოლ ქიდმანი. როგორც წესი, შვილების ქორწილისთვის ძალიან ცუდ ურთიერთობაში მყოფი ყოფილი მეუღლეებიც კი რიგდებიან და კომპრომისს აღწევენ. თუმცა ტომ კრუზის შემთხვევაში ეს შეუძლებელი აღმოჩნდა: ის კატეგორიულ უარზეა ყოფილი ცოლი შვილის ქორწილში დაპატიჟოს და მკაცრი პირობებიც კი წამოაყენა: თუ ნიკოლი ქორწილში მივა, ტომი ქორწილს არ დაესწრება და ქორწილზე დახარჯულ ფულსაც უკან მოითხოვს.
კონორმა გადაწყვიტა მამას წინააღმდეგობა არ გაუწიოს. შესაძლოა მიზეზი ფინანსები იყოს, თუმცა ბევრი თვლის, რომ მთავარი მამა–შვილის საიენტოლოგიით ფანატიური გატაცებაა. იმის გამო, რომ ნიკოლ ქიდმანი მამა–შვილის ამ ინტერესს არ იზიარებს დიდი ხანია ის ახლობელი ადამიანების სიიდან ამოშალეს.
რაც შეეხება კონორის საცოლეს, იტალიელ მოდელს მას საერთოდაც “საიენტოლოგების პრინცესას“ უწოდებენ.
სხვათა შორის, საიენტოლოგიის გამო ტომ კრუზმა თავის შვილთან ურთიერთობაზეც კი თქვა უარი. გოგონა სური მას ქეით ჰოლმსთან ქორწინებიდან ყავს. მსახიობი არ იყენებს შვილთან ურთიერთობის კანონიერ უფლებას, რომელიც 2012 წელს განქოროწინებისას მიიღო. მართალია სურიზე მეურვეობა ქეით ჰოლმსს ერგო, მაგრამ მსახიობს უფლება აქვს თვეში ბავშვთან ათი დღე გაატაროს. თუმცა მან ნებაყოფლობით თქვა უარი გოგონასთან ურთიერთობაზე, რადგან მისმა საიენტოლოგმა მოძღვრებმა გოგონასთან და მის დედასთან ურთიერთობა აუკრძალეს. ტომ კრუზი მოძღვრებს ყველაფერში ემორჩილება და წინააღმდეგობა არც ამ საკითხში გაუწევია.