ტრამპების ოჯახი ფლორიდაში გაემგზავრა.მელანიას მშვენიერი ჩაცმულობა კვლავ ყურადღების ცენტრშია

შემოდგომა–ზამთრის ყველაზე ლამაზი “ლუქების ჩვენებას“ მელანია ტრამპი ტრადიციულად თეთრი სახლის წინ მდელოზე აწყობს. მელანიას დღემდე საპატიო ადგილი უკავია სახელმწიფოს მეთაურთა ყველაზე ელეგანტური ცოლების სიაში.

შაბათ–კვირას ტრამპების ოჯახი ვაშინგტონიდან ფლორიდაში გაემგზავრა უმცროს შვილთან, ბარონთან ერთად. თვითმფრინავში ჩაჯდომამდე მელანია რამდენიმე წუთით გამოჩნდა კამერების ობიექტივის წინ Ralph Laurent–ის ღია ლავანდისფერ პალტოში, რომლის შიგნიდან მუქი იასამნისფერი სვიტრი მოუჩანდა.

აღნიშვნას იმსახურებს პრეზიდენტის ოჯახის უმცროსი წევრის სიმაღლე. 13 წლის ასაკში ბარონი მაღალქუსლიან ფეხსაცმელში გამოწყობილ დედაზე ერთი თავით მაღალია. როგორც ჩანს, მას დედისგან მემკვიდრეობით ერგო მოდის სიყვარული და სტილის შეგრძნება. მისი ჩაცმულობა ამის მტკიცებულებაა.