TV კავკასია, TV პირველი, ფორმულა და მთავარი არხი – დღეს, 4 ტელევიზიის ერთობლივი ეთერი

დღეს, 22:00 საათზე, TV კავკასია, TV პირველი, ფორმულა და მთავარი ერთობლივ ეთერში,  ერთი გადაცემითა და ერთი და  იგივე სტუმრების მონაწილეობით გავა. გადაცემის წამყვანები, ამავე ტელევიზიების წამყვანები იქნებიან.

აღნიშნული გადაწყვეტილება ტელევიზიებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც დღეს, ”მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია დააკავეს.

მედიას ერთობლივი მიმართვა ექნება საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც.