ულამაზესი ქალები, რომლებიც საყვარელმა მამაკაცებმა ახალგაზრდა ქალში გაცვალეს

სილამაზე, ფული და სახელი პირადი ბედნიერების გარანტია არ არის. ულამაზესი და ცნობილი ქალებიც აღმოჩენილან მიტოვებული საყვარელი მამაკაცის მიერ. წარმოგიდგენთ რამდენიმე ვარსკვლავ ქალს, რომლებიც 40 წლის ასაკის შემდეგ საყვარელმა მამაკაცებმა უფრო ახალგაზრდა ქალის გამო მიატოვეს.

მონიკა ბელუჩი და ვენსან კასელი

მონიკამ და ვენსანმა ერთმანეთი 1996 წელს ფილმ “ბინის“ გადაღებისას გაიცნეს. ზოგი ამტკიცებს, რომ სიყვარული მათ შორის ერთი ნახვით დაიბადა. ზოგი კი ამბობს, რომ ერთმანეთის მიმართ გრძნობა დროთა განმავლობაში გაუჩნდათ.


ვენსანი სამი წელი არწმუნებდა მონიკას მისი ცოლი გამხდარიყო, თუმცა ის ყოველ ჯერზე უარით პასუხობდა. იტალიელმა მსახიობმა გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ შეცვალა, რაც ვენსანი ავტოკატასტროფაში მოყვა. “რაღაც მომენტში გადავწყვიტე, რომ ქვრივობა უფრო ლოგიკური იქნებოდა, ვიდრე ყოფილი საყვარლის სტატუსი. ამასთან, შავი ფერი ყველა ქალს ყველაზე მეტად უხდება“ – ასეთი სარკასტული კომენტარი გააკეთა მაშინ მონიკა ბელუჩიმ მისი გათხოვების შესახებ ინფორმაციაზე.

წყვილს ქორწინებაში ორი შვილი შეეძინა, რომლებმაც მათი თქმით მათი ოჯახი გაამყარეს. თუმცა, შვილებმა და 17 წლის ურთიერთობამ ვერ შეძლო მათი ქორწინების გადარჩენა. ისინი 2013 წელს მშვიდობიანად და უხმაუროდ დაშორდნენ. ვენსანი იფიცებოდა, რომ არასოდეს მოიყვადა ცოლს, თუმცა 2015 წელს ახალგაზრდა მოდელი თინა კუნაკი გაიცნო, რომელიც მასზა 31 წლით უმცროსია. 2018 წლის აგვისტოში ცოლად მოიყვანა, ერთი წლის წინ კი შვილიც ეყოლათ.

დემი მური და ეშტონ კატჩერი

ეშტონს დემი მათი ნაცნობობის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე შეუყვარდა. ჯერ კიდევ 12 წლის ასაკში ნახა ფილმი “მოჩვენება“ და მას შემდეგ ვერ ივიწყებდა მის მთავარ გმირს, რომლის როლს დემი მური თამაშობდა. მაშინ ვერც იფიქრებდა, რომ ის მისი ცოლი გახდებოდა.

წყვილი ერთმანეთს ელიტურ წვეულებაზე შეხვდა. ახალგაზრდა და სიმპატიური მსახიობი დემისაც მოიეწონა და იახტაზე დაპატიჟა. ასაკში 16 წლიან სხვაობას ხელი არ შეუშლია მათი რომანისთვის. ორწლიანი ურთიერთობების შემდეგ ისინი დაქორწინდნენ. ექვსწლიანი ოჯახური ცხოვრების შემდეგ კი ეშტონი თითქოს გაგიჟდა. თავიდან დემი მის ღალატს და ლოთობას იტანდა. მაგრამ როცა პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ კატჩერმა ღამე ახალგაზრდა ქერათმიან ქალთან, სარა ლილთან გაატარა, დემი იძულებული გახდა განქორწინება მოეთხოვან.



ვანესა პარადი და ჯონი დეპი

ჯონი დეპის და ვანესა პარადის სიყვარულის ისტორია 14 წელს გაგრძელდა. ფილმ “მეცხრე კარიბჭის“ გადაღებისას მსახიობებს შორის მეგობრობა და ურთიერთობა დაიწყო, სამი თვის შემდეგ კი გაირკვა, რომ ვანესა ფეხმძიმედ იყო. წყვილის ახლობლები აღნიშნავენ, რომ ჯონი დეპი სიხარულისგან ბრწყინავდა, როცა გაიგო რომ მამა გახდებოდა.
1999 წელს ვანესამ გოგონა ლილი გააჩინა, სამი წლის შემდეგ კი ბიჭი – ჯეკ ქრისტოფერი. მიუხედავად იმისა, რომ ისინი მშობლები გახდნენ, წყვილი არ ჩქარობდა ურთიერთობების დაკანონებას და გაოფიციალურებას. ისინი ამბობდნენ, რომ მათ უფრო მეტი აკავშირებდათ, ვიდრე შტამპიანი ქაღალდი. თუმცა იმ “უფრო მეტმა“ მათი ურთიერთობა ვერ გადაარჩინა. ჯონი დეპმა გადაღებებზე მსახიობი ემბერ ჰერდი გაიცნო, რომელმაც თავი დააკარგვინა და მის გარდა უკვე ვეღარაფერზე ფიქრობდა. ჯონი დეპმა მისი შვილების დედა მიატოვა და 23 უმცროსი ემბერის გულის მოსანადირებლად დაიწყო ბრძოლა.

ჯენიფერ ენისტონი და ჯასტინ ტერუ

მსახიობებმა ერთმანეთი მოწიფულ ასაკში გაიცნეს, როცა ორივეს ურთიერთობების დიდი გამოცდილება ქონდა. ორივემ მძიმე განშორება გადაიტანა და თითქოს ერთმანეთს ძალიან ჭირდებოდნენ. ერთმანეთი 2010 წელს გადაღებების დროს გაიცნეს. თავიდან ურთიერთობებს მალავდნენ და კომენტარებს არ აკეთებდნენ, თუმცა პაპარაცებს ვერ დაემალნენ.2012 წელს ტერუმ საკუთარ დაბადების დღეზე ტერუმ ენისტონს მილიონ დოლარიანი ბეჭედი აჩუქა და ცოლობა სთხოვა. ქორწილი კი 2015 წელს შედგა. მათ რგორც ცოლ–ქმარმა ორი წელი იცხოვრეს. 2018 წელს კი განქორწინების შესახებ ინფრმაცია გავრცელდა. მათი დაშორების შემდეგ ჯასტინის პირადი ცხოვრება პრესის დიდი დაკვირვების საგანი გახდა. მსახიობს სხვადასხვა ქალებთან რომანებს მიაწერდნენ, რომელთა შორის იყვნენ მსახიობი ემა სტოუნი, მომღერალი სელენა გომესი, მხატვარი პეტრა კოლინზი და მოდელი ლორა ჰერიერი. თუმცა ტერუს ცოლად არცერთი მათგანი არ მოუყვანია.

ნაომი  ქემფბელი და ვლადისლავ დორონინი


რუსი ოლიგარქის, ვლადისლავ დორონინის გახმაურებული რომანი სუპერმოდელ ნაომი ქემფბელთან ხუთ წელს გაგრძელდა. მილიარდერმა ქემფბელის გამო ცილი მიატოვა, რომელთანაც 22 წელი ცხოვრობდა. ნაომი კი თავის მხრივ მზად იყო კარიერა მიეტოვებინა და რუსეთში გადასულიყო საცხოვრებლად. მათ ურთიერთობებს ბედნიერ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა 2013 წელს წყვილმა დაშორების შესახებ ოფიციალურად განაცხადა.

დორონინს დაშორებაზე დიდხანს არ უდარდია. 2015 წლის დასაწყისში ახალგაზრდა მოდელი კრისტინა რომანოვა გაიცნო, რომელიც მასზე 31 წლის უმცროსია. რამდენიმე თვეში კი ცნობილი გახდა, რომ კრისტინა მისგან შვილს ელოდებოდა. 2016 წლის იანვარში დაიბადა გოგონა ჟასმინი, ერთი წლის შემდეგ კი ცოლად გაყვა.

კეიტ ბეკინსეილი და ლენ უაიზმანი


კეიტმა და ლენიმ ერთმანეთი 2003 წელს ფილმ “სხვა სამყაროს“ გადაღებისას გაიცნეს. რომანი მათ შორის მაშინვე არ დაწყებულა. კეიტს იმ დროისთვის რომანი ქორდა მსახიობ მაკილ შინთან, რეჟისორიც ცოლიანი იყო. თუმცა რამდენიმე თვიანი ერთობლივი მუშაობის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. კეიტი ქმარს დაშორდა, 2004 წლის 9 მაისს წყვილი ლოს ანჯელესში დაქორწინდა.

2015 წელს წყვილმა დაშორების შესახებ განაცხადა. იმ დროისთვის მათი ქორწინება 11 წელს ითვლიდან. განქორწინების ოფიციალურ მიზეზად “დაუძლეველი უთანხმოებები“ დაასახელეს, თუმცა მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ რეჟისორს რომანი ქორდა 19 წლით უმცროს მოდელთან, სიჯეი ფრანკოსთან.

მოგვიანებით ლენმა განაცხადა, რომ ახალ სიყვარულს კეიტთან დაშორების შემდეგ შეხვდა, თუმცა საპირისპიროს მეტყველებს რეჟისორისა და მოდელის ერთობლივი ფოტოები, რომლებიც პაპარაცებმა მაშინ გადაიღეს, როცა ის ჯერ კიდევ კეიტზე იყო დაქორწინებული.