ვარსკვლავები,რომლებმაც კოსმოსში გასაფრენი ბილეთები შეიძინეს

რამდენიმე წლის წინ კომპანია Virgin–მა კოსმოსური ტურიზმის განვითარების განზრახვის შესახებ განაცხადა. ჰოლივუდის ზოგიერთ ვარსკვლავს იდეა იმდენად მიმზიდველად მოეჩვენა, რომ პირველივე კოსმოსურ რეისზე ბილეთის შეძენა გადაწყვიტეს. ვნახოთ, ვინ აპირებს კოსმოსში გაფრენას და ვის რა დაუჯდება ეს მოგზაურობა.
ლეონარდო დიკაპრიოს არაერთხელ განუცხადებია კოსმოსში გაფრენის სურვილს შესახებ. 2013 წელს მან ოცნების ასასრულებლად ნაბიჯი გადადგა. ცნობილი გახდა, რომ ის Virgin Galactic –ის სუბორბიტალური კოსმოსური ხომალდით კოსმოსში გაემგზავრება, თუმცა რომელ წელს შედგება ფრენა ჯერჯერობით უცნობია. თუმცა ბილეთები უკვე იყიდება და რამდენიმე მილიონერმა იმავე რეისზე ბილეთი 1 200 000 ევროდ შეიძინა.
ეშტონ კატჩერიც ყოველთვის ოცნებობდა ერთხელ მაინც გადმოეხედა დედამიწისთვის კოსმოსიდან. 2012 წელს, როცა კომპანია Virgin- მა მისი კოსმოსური პროგრამის შესახებ გამოაცხადა, მსახიობი პირველ 200 იღბლიანს შორის აღმოჩნდა, ვინც ბილეთი 200 000 დოლარად შეიძინა.
“ეშტონი შეუერთდა იმ თანამეგობრობას, ვინც კოსმოსში პირველ მოგზაურობას შეძლებს. ეს მოგზაურობა მათ ცხოვრებას შეცვლის, მათი სახელები ისტორიის სახელმძღვანელოებში შევა. მიხარია რომ ჩვენთან ერთად არის!“– განაცხადა Virgin–ის დამფუძნებელმა რიჩარდ ბრენსონმა.

ქეით უინსლეტმა კოსმოსის ბილეთი საქორწილო საჩუქრის სახით მიიღო. თანაც ეს გულუხვი საჩუქარი მას თავად რიჩარდ ბრენსონმა გაუკეთა.

“ყოველთვის ვოცნებობდი კოსმოსში გაფრენაზე. და ერთხელაც მართლაც გავფრინდები! Virgin Galactic მომავალ წელს კოსმოსში ხომალდს აგზავნის და უკვე  ვცდილობ მის ბორტზე მოვხვდე. მყავს მეგობარი, რომელმაც ამ პროექტში ინვესტიცია ჩადო, ასე რომ შეიძლება დამეხმაროს. მინდა ერთ–ერთი პირველი ვიყო “– განაცხადა მაილი საირუსმა 2013 წელს. მართალია ტურისტული კოსმოსური შატლი კოსმოსში ჯერ არ გაფრენილა, მაგრამ თუ ეს პროექტი შედგა, მაილი საირუსი იმავე რეისით გაემგზავრება, რომლითაც ლეონარდო დი კაპრიო.

შეიძლება ითქვას, რომ ეს რეისი საკმაოდ მხიარული იქნება, რადგან ამავე რეისზე აქვს ბილეთი ჯასტინ ბიბერს, რაშიც 250 000 დოლარი გადაიხადა. ჯასტინ ბიბერს ამბიციური ამოცანა აქვს: მომღერალს უნდა ღია კოსმოსში კონცერტი გამართოს. თანაც, ამ კონცერტის ორგანიზებაში დახმარება მას თავად ნასას სპეციალისტებმა შესთავაზეს დახმარება.
კოსმოსში გაფრენას გეგმავს ლედი გაგაც. მომღერალი სხვა ვარსკვლავებთან ერთად ტურისტულ რეისს შეუერთდება. როცა ვარსკვლავმა ამის შესახებ განაცხადა, სოციალურ ქსელებში ხუმრობებიც გაჩნდა, რომ უცხოპლანეტელი ბოლოს და ბოლოს სახლში დაბრუნდება.თავად ლედი გაგა კოსმოსური ფრენის იდეას ძალიან სერიოზულად უდგება. მასაც ორბიტაზე კონცერტის გამართვა სურს.
აი, ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტის საქმე როგორ იქნება, რთული სათქმელია. ანჯელინა ჯოლიმ კოსმოსური მოგზაურობის შესახებ გადაწყვეტილება მაშინ მიიღო, როცა ჯერ კიდევ ბრედ პიტის ცოლი იყო. წყვილს სურდა დედამიწა ერთად დაეტოვებინა და ეს იდეა მათ ძალიან რომანტიულად ეჩვენებოდა. პირველი ტურისტული კოსმოსური ხომალდის სტარტის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.ბრედ პიტი და ანჯელინა კი ერთმანეთს უკვე დაშორდნენ. თუმცა ჯერ კიდევ აქვთ შანსი ბილეთები უკან დააბრუნონ, ან ადგილები მაინც გადაცვალონ რომ გვერდიგვერდ არ მოუწიოთ ჯდომა.