ვარსკვლავების მძიმე წარსული. ვინ რას აკეთებდა, სანამ მდიდარი და ცნობილი გახდებოდა

წარმატებისკენ მიმავალი გზა ხშირად სულაც არ არის ადვილი. ზოგი ცნობილი ვარსკვლავი, რომელიც დღეს მილიონებს გამოიმუშავებს, ახალგაზრდობაში თავს მძიმე ფიზიკური შრომით ირჩენდა. ჭურჭლის მრეცხავი, სტრიპტიზორი, კლოუნი, მოლარე – რა სამუშაოს ასრულებდნენ ვარსკვლავები, სანამ ცნობილები და წარმატებულები გახდებოდნენ. კარიერის გარიჟრაჟზე მაგალითად ბრედ პიტი წიწილას ფორმაში გამვლელებს ფლაერებს ურიგებდა, უმა თურმანი პიცერიაში ჭურჭელს რეცხავდა, ნიკოლას ქეიჯი პოპკორნს ყიდდა, ჯულია რობერტსი კი ნაყინს. ვნახოთ რა სამუშაოს ასრულებდნენ მილიონობით ადამიანის კუმირები წარსულში.

ბენედიქტ ქამბერბაჩმა სანამ მსახიობი გახდებოდა ტიბეტში ერთერთ მონასტერში ინგლისურის მასწავლებლად მუშაობაც მოასწრო და ლონდონის ერთ–ერთ მაღაზიაში პარფიუმერადაც. ეს არა იმდენად ფულის გამომუშავების გზა იყო, რამდენადაც საკუთარი ჭეშმარიტი სურვილების გარკვევის სურვილი. ის ცდილობდა მოვლენები არ დაეჩქარებინა და მსახიობის პროფესია მისი გაცნობიერებული არჩევანი იყო.

ბიონსე კი ექვსიდან ცხრა წლის ასაკამდე დედას მის სილამაზის სალონში ეხმარებოდა. იატაკს წმენდდა და სალონის სტუმრების სიმღერით ართობდა.

ბრედ პიტი
სკოლის დამთავრებისას ჟურნალისტიკას სწავლობდა და ვინ იცის როგორი ჟურნალისტი დადგებოდა, ჰოლივუდზე ოცნებას რომ არ გაჰყოლოდა. უნივერსიტეტის ბოლო კურსზე გადაწყვიტა გაერისკა. ჟურნალისტის დიპლომი ვეღარ მიიღო და ლოს ანჟელესში გადავიდა, სადაც დიდებისკენ გრძელი გზის გავლა მოუხდა. ის მუშაობდა კურიერად, ლიმუზინის მძღოლად და ქუჩის პრომოუტერად – წიწილის ფორმაში ფლაერებს არიგებდა.

გვენ სეფანიმ თავისი პირველი ფული სასაუზმე Dairy Queen–ში მუშაობით იშოვნა.
ევა ლონგორია Wendy’s –ს სასადილოში ჩიზბურგერებს ამზადებდა. მას დღემდე ახსოვს იდეალური ბურგერის საიდუმლო – მაიონეზით ფუნთუშა კარგად უნდა გაიჟღინთოს, მდოგვი კი კატლეტზ უნდა დადოთ.
ევა მენდესი სავაჭრო ცენტრში მდებარე პატარა რესტორანში მუშაობდა და ჰოთდოგებს ყიდდა.
ვუპი გოლდბერგის დედა მედდა იყო, მამა მღვდელი. ღარიბი ოჯახი შვილის სწავლის ფულს ძლივს შოულობდა, ბოლოს კი გოგონამ სკოლა საერთოდ მიატოვა. წიგნები ვუპიმ ჰიპების კომუნის მექაში – სან ფრანცისკოში გაცვალა და ყველა აკრძალულ სიამოვნებას გაუსინჯა გემო. ფეხზე დადგომას დიდხანს ცდილობდა, ნარკოტიკებისგან განკურნებასაც. მუშაობდა დარაჯად, მშენებლობაზე აგურებსაც აწყობდა, მორგში მკვდრებს გრიმს უკეთებდა, სანამ თეატრალურ სააგენტოში არ მოხვდა და მსახიობად არ დაწყო მუშაობა.
კანიე უესტი თინეიჯერობისას Gap –ის მაღაზიაში კონსულტანტად მუშაობდა.
მოზარდი მეგან ფოქსი ხილის კოქტეილების და ნაყინის გამყიდველად მუშაობდა. ძირითად დროს დახლთან ატარებდა, კვირაში ერთხელ კი, როცა რიგი უწევდა, რომელიმე ხილის ფორმას იცვამდა და მყიდველს ქუჩიდან იზიდავდა. როგორც თვითონ აღიარა, მას ძირითადად ბანანის ფორმა ეცვა.

19 წლის ასაკში საცხოვრებლად ნიუ იორკში გადასული მადონა ცოტა ხნით Dunkin Donuts–ის ფუნთუშებს ყიდდა. ამ სამსახურიდან ის სიზანტის გამო გამოუშვეს.

ბრიტანეთის პრინცის, ჰარის მეუღლე სანამ კინოში და სერიალებში გადაიღებდნენ პროფესიონალ კალიგრაფად მუშაობდა. მეგან მარკლი მოსაწვევებზე და მისალოც ბარათებზეც აწერდა ხელს.
მეთიუ მაკკონახი ახალგაზრდობაში ფულს ტეხასის ქალაქგარე კლუბში გოლფის მოედანზე ქვიშის გაწმენდით შოულობდა. მის მოვალეობაში შედიოდა მინდორზე ბალახის დაცვაც. მსახიობი სტუდენტობისას ბევრს მოგზაურობდა, როცა იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა. გაცვლითი პროგრამით ავსტრალიასაც ეწვია, სადაც საქათმეებს წმენდდა და თეფშებს რეცხავდა.

ორლანდო ბლუმი მოზარდობისას ტირში მუშაობდა, სადაც მონადირეები ვარჯიშობენ. ის ავტომატს თიხის თეფშებით ავსებდა, რომლებსაც ტირის სტუმრები ესროდნენ.
როცა ნიკოლ ქიდმანის დედას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, გოგონამ სკოლა მიატოვა, მასაჟის კურსებზე ჩაეწერა და მუშაობა დაიწყო. მსახიობს მასაჟისტის პროფესია შემთხვევით არ აურჩევია: ის თან დედას ეხმარებოდა სიმსივნის მკურნალობით გამოწვეული კუნთების ტკივილის დაძლევაში.
სილვესტერ სტალონე სანამ საკულტო ფილმის “როკის“ სცენარს დაწერდა და გაყიდდა, კვირობით მანქანაში ცხოვრობდა, ღამეს ავტობუსის გაჩერებებზე ათევდა და 200 დოლარად პორნოშიც კი გადაიღეს. თავად მსახიობი ამ ისტორიებს მშვიდად იხსენებს: “მაშინ საჭმლის ფულიც კი არ მქონდა. ბინიდან გამასახლეს და ზედიზედ ოთხი ღამე ავტობუსის სადგურში გავათენე. სასოწარკვეთილებაში ვიყავი. როცა გშია, ბევრ ისეთ რამეს აკეთებ, რასაც ჩვეულებრივ სიტუაციაში არ გააკეთებდი. “ ერთ–ერთი ასეთი საქმიანობა ზოოპარკში ლომების გალიის წმენდა იყო. ამ საქმეში სტალონეს საათში დოლარს უხდიდნენ.
ტეილორ სვიფტი ბავშვობაში ფერმაში მუშაობდა სადაც ნაძვებს ზრდიდნენ.

უმა თურმანი
მსახიობად მხოლოდ მისი სიჯიუტის და შრომისმოყვარეობის წყალობით გახდა. ვერ ვიტყოდით, რომ მას ბედი სწყალობდა. მის ოჯახში კინოსამყაროსთან არავინ იყო დაკავშირებული. ნიუ იორკში ჩასვლისას მისი კაპიტალი 300 დოლარი იყო. უმამ დიდ ქალაქში თავის გადარჩენის გზების ძებნა დაიწყო. მუშაობდა ჭურჭლის მრეცხავად, თავისუფალ დროს კი კასტინგებზე დადიოდა და ცდილობდა ფოტომოდელობა დაეწყო. მოგვიანებით ის კინოში მეორეხარისხოვან როლებში გადაიღეს. სწორედ ერთ–ერთი ეპიზოდური როლის დროს შეამჩნიეს ის და მისი წარმატებული კარიერაც ამით დაიწყო.
მოდელი სინდი კროუფორდი სკოლის პერიოდში სიმინდის მოსავლის აღებაზეც მუშაობდა საათში ოთხ დოლარად. სხვათა შორის, ადგილობრივი გაზეთის ფოტოგრაფმა სწორედ ამ დროს გადაუღო ფოტო. ამ ფოტოზე დადებითმა რეაქციამ გოგონა დაარწმუნა, ბედი სამოდელო ბიზნესში ეცადა.
ჩენინგ ტატუმი სამსახიობო კარიერის დაწყებამდე სტრიპტიზს ცეკვავდა. ამ პროფესიაში შეძენილი ჩვევები მოგვიანებით ფილმ “სუპერ მაიკშიც“ გამოადგა, სადაც არა მხოლოდ მთავარი როლი შეასრულა, არამედ ფილმის მთავარი კონსულტანტი და ქორეოგრაფიც იყო.
ტომ კრუზი კი კინოპროდიუსერებისგან წინადადებების მოლოდინში სასტუმროში შიკრიკად მუშაობდა.
ჯენიფერ ენისტონი 11 წლის ასაკიდან დრამატულ წრეზე დადიოდა, შემდეგ კი ნიუ იორკის დრამატული ხელოვნების სკოლაში ჩააბარა და ის წარმატებით დაამთავრა 1987 წელს. განათლების მიღების შემდეგ ჯენიფერმა ვარსკვლავური გზა ბროდვეის რამდენიმე დადგმიდან დაიწყო, თან რადიოში მუშაობდა. დამწყები მსახიობის ცხოვრება ამ პერიოდში ადვილი არ ყოფილა. ცდილობდა დიდი კინემატოგრაფის სამყაროში გზა გაეკვალა, პარალელურად კი ოფიციანტად და კურიერად მუშაობდა, ხან კი ცხელი ხაზის ოპერატორად.
ჯენიფერ ლოპესი სკოლის დამთავრების შემდეგ იურიდიულ კანტორაში მდივნად მუშაობდა. დღისით ამ სამსახურში დადიოდა, საღამოს კი ღამის კლუბში ცეკვით შოულობდა ფულს.
მომავალი მსახიობი ჯორჯ ქლუნი ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტში სწავლობდა. სტუდენტური ცხოვრების დამთავრების შემდეგ კი ჰოლივუდის დასაპყრობად გაემართა. ამ გადაწვეტილებაზე შოუ–ბიზნესში მოღვაწე მისმა მრავალრიცხოვანმა ნათესავებმა იქონიეს გავლენა. გარდა ამისა, მას ტელეგადაღებების გამოცდილებაც ქონდა. ათი წლიდან მას რეკლამებში და მასიურ სცენებში იღებდნენ. პარალელურად კი ქალის ფეხსაცმლის გამყიდველობით შოულობდა ფულს.

ჯულია რობერტსის
მამა წყლის მატრასებს ყიდდა, დედა კი ეკლესიაში მუშაობდა. ოჯახის ფინანსური მდგომარეობა მძიმე იყო და ჯულია 13 წლიდან პიცერიაში ოფიციანტად მუშაობდა.
ჰიუ ჯეკმანი სამსახიერო კარიერამდე საბავშვო ზეიმებზე კლოუნის როლს ირგებდა. “არანაირი ფოკუსების კეთება არ ვიცოდი და ბავშვები ვერ მიტანდნენ“ – ხუმრობს საკუთარ წარსულზე მსახიობი.

ჰარისონ ფორდი
კინოგადაღებებთან პირველივე შეხებისას დარწმუნდა, რომ სრულიად ხელმოცარული უნიჭო მსახიობი იყო. მას როლებს ან არ აძლევდნენ, ანდა სცენებს მისი მონაწილეობით მონტაჟისას ჭრიდნენ. ფორდმა გადაწყვიტა მსახიობობაზე ოცნებას დამშვიდობებოდა და გადასაღებ მოედნებზე და კონცერტებზე შემდუღებლად დაიწყო მუშაობა. სწორედ წარსულში შესრულებული წარუმატებელი როლებით აღმოაჩინა ის რეჟისორმა ჯორჯ ლუკასმა და დიდი კინოსკენ მიმავალი გზაც გაუხსნა.

დუეინ ჯონსონი
13 წლის ასაკში პატარა კაფეს სამზარეულოში მუშაობდა. სკოლის შემდეგ ის გვიან საღამომდე ჭურჭელს რეცხავდა.