ვენსან კასელს და თინა კუნაკის შვილი შეეძინათ

დასავლური მედია იტყობინება, რომ 52 წლის ვენსან კასელს და 22 წლის თინა კუნაკის შვილი შეეძინათ.
ფრანგმა მსახიობმა სოციალური ქსელებით ახლადდაბადებული ქალიშვილის სახელი ორიგინალურად ამცნო საზოგადოებას. მან ინსტაგრამზე სამხრეთ ამერიკაში, მდინარე ამაზონის ტროპიკულ ტყეებში მდებარე ჩანჩქერის ფოტო დადო წარწერით: ამაზონი დაიბადა.

თინას უმცროსმა ძმამ, 18 წლის ზაქარი კუნაკიმ უკვე მოიფიქრა, რას უწოდებს მოფერებით პატარა დიშვილს: ზოზო – ეს კომენტარი დატოვა ზაქარიმ ვენსან კასელის ინსტაგრამის პოსტზე.
სხვათა შორის, ამაზონის ტროპიკული ტყეების დიდი ნაწილი ბრაზილიაში მდებარეობს, სადაც კასელს და მის ცოლს სახლი აქვთ. მსახიობი რიო დე ჟანეიროში მონიკა ბელუჩისთან განქორწინების შემდეგ გადავიდა.

თინა კუნაკისთვის ეს პირველი შვილია. კასელი კი მამა უკვე მესამედ გახდა. ყოფილ ცოლთან, მონიკა ბელუჩისთან მას 14 წლის დევი და 8 წლის ლეონი ყავს.
იმის შესახებ, რომ კუნაკი და კასელი ბავშვს ელოდებოდნენ პრესამ 2018 წლის დეკემბერში დაწერა. თინას ფეხმძიმობის პერიოდში წყვილი ხშირად დებდა სოციალურ ქსელებში სხვადასხვა ფოტოებს, მათ შორის პლაჟზე გადაღებულს, რომლებზეც მოდელი წამოზრდილ მუცელს არ მალავდა.