“ვირუსის პიკს რომ ავცდეთ, ეს ფანტასტიკის სფეროა” – გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი

გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში, განაცხადა, რომ ვირუსის პიკი სხვადასხვანაირი არსებობს.

მისი თქმით, ვირუსის პიკს რომ ავცდეთ, ეს ფანტასტიკის სფეროა.

„ვირუსის პიკს რომ ავცდეთ, ესეც ფანტასტიკის სფეროა. ჩემი აზრით ამას ვერ ავცდებით. პიკი სხვადასხვანაირი არსებობს, არის ძალიან მაღალი, 8 000-იანი მწვერვალები და არსებობს ძალიან დაბალი, გორაკები და ბორცვები. ჩვენი სურვილია, რომ პიკი მხოლოდ გორაკი და ბორცვი იყოს.  უფრო გავრცელებისთვისაც არსებობს რამდენიმე სცენარი, როგორ შეიძლება წავიდეს პროცესები. რეალურად ამ ეტაპზე, უახლოეს მომავალში, ერთი-ორი კვირის მანძილზე სწრაფი მატების ტენდენცია არ უნდა გვქონდეს, თუმცა შემთხვევათა რიცხვი რა თქმა უნდა გაიზრდება. ყოველი ახალი შემთხვევის გარშემო ვეძებოთ მისი ახლო კონტაქტები, მიდევნება და მეთვალყურეობა უნდა მოხდეს მათი და მხოლოდ ეს გზა მოგვცემ ჩვენ საშუალებას, რომ ცოტა ნელა-ნელა განვითარდეს დაავადების შემოტევის პროცესი“, – აღნიშნა ზახაშვილმა.