ვისაც უნდა უფალთან ყოფნა, ჩვენთან იქნება, ვისაც არ უნდა, კარგად იყოს- მეუფე იოანე

რუსთაველი მიტროპოლიტი მეუფე იოანე ამბობს, რომ ეკლესიაში ჯანმრთელი ხალხი დადის.

,,არავის არ ვაიძულებთ ეკლესიაში მოსვლას, მაგრამ არავის ხელსაც არ ვუშლით. ჩვენ უფალს ვემსახურებით, ვისაც უნდა უფალთან ყოფნა, ჩვენთან იქნება. ვისაც არ უნდა კარგად იყოს… კარანტინიდან რომ იპარება ხალხი იმას მიხედეთ და აქ მოდის ჯანმრთელი ხალხი”,- თქვა მეუფე იოანემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს მართლმადიდებელ ეკლესიებში საკვირაო ლოცვა ჩატარდა.

გუშინ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რამაც 10 კაცზე მეტის შეკრება აკრძალა.