ზურაბიშვილმა საელჩოებს მისი პორტრეტის დაკიდება დაავალა

ზურაბიშვილმა საელჩოებს მისი პორტრეტის დაკიდება დაავალა- ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს.

როგორც ცნობილი გახდა, სალომე ზურაბიშვილი ელჩების გემოვნებას არ ენდო და სასურველი ფოტო თავად აარჩია. პრეზიდენტის პორტრეტი ლურჯი პიჯაკით უკვე დაუგზავნეს დიპლომატებს. ამ ფაქტს მათი მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

“ჩვენ არ მოგვითხოვია ფოტოსურათი და შესაბამისად, არ გვესმის მისი გამოგზავნის მიზეზი”, – აღნიშნულია  წერილში.

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის სალომე სამადაშვილის თქმით, მას ახსენდება მონარქების სურათები რომელიც საელჩოებშია გამოფენილი.

“ჩვენი ელჩი ძალიან მწარედ დაიცინა ქალბატონი ზურაბიშვილის ახირების შედეგად”- აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი.