“ჯერჯერობით მიმდინარეობს ამ ფაქტის მოკვლევა, ისევე როგორც წინა ფაქტის მოკვლევა. 100%-იანი ამ ქვეყანაზე არაფერი არ არსებობს”,– ასე ეხმიანება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე ორჯერ აცრილი პაციენტის გარდაცვალებას.
დღეს ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა, რომ აცრილი პაციენტის გარდაცვალება თანმხლებმა ქრონიკულმა დაავადებებმა გამოიწვია.
ტიკარაძის თქმით, ეს არ უნდა წარმოადგენდეს პანიკის საფუძველს, რადგან ასეთი შემთხვევები “0.001 პროცენტია”.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით 60 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 2354 ახალი შემთხვევა.