მომღერალი და რადიო უცნობის დამფუძნებელი, გიორგი გაჩეჩილაძე ტვ პირველის დირექტორს, ინგა გრიგოლიას ნოდარ მელაძის სამსახურში მიღების გამო შეცდომის აღიარებას სთხოვს. გადაცემა “უცნობ კიდობანში“, რომელიც რადიო უცნობის ეთერში გადის სტუმრად მყოფ ინგა გრიგოლიას გადაცემის წამყვანმა, გიორგი გაჩეჩილაძემ უთხრა, რომ ნოდარ მელაძე სამსახურში არ უნდა მიეღო. შეგახსენებთ, რომ ნოდარ მელაძემ ცოტა ხნის წინ მთავარი არხი დატოვა და ტვ პირველში თავის გუნდთან ერთად გადავიდა. ინგა გრიგოლია ამბობ
ს, რომ ნოდარ მელაძე საქართველოში ერთ–ერთი საუკეთესო ნიუსმეიქერია და ამიტომ მის მოსაზრებას ვერ დაეთანხმება. უცნობი ნოდარ მელაძეს ცილისმწამებელს უწოდებს:
„ის არის ერთ-ერთი საუკეთესო ცილისმწამებელი. მე გეუბნები, როგორც გავლილი ისტორია. ჩემს ზურგზე გადატეხილ ისტორიას გეუბნები, რომ ის არის ერთ-ერთი საუკეთესო ცილისმწამებელი. კარგი მენეჯერი არაფერს ნიშნავს, ჩემთვის მთავარია, რომ იყოს კარგი ადამიანი, კარგი დირექტორი და ა.შ. მე შენს შეცდომად მიმაჩნია, რომ ის სამსახურში აიყვანე“– თქვა უცნობმა.
ინგა გრიგოლია მას ურჩევს თუ ვინმემ ცილი დასწამა სასამართლოში უჩივლოს. მისთვის კი სამსახურში ჟურნალისტის მიღებისას მთავარი პროფესიონალიზმია.