აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში უილიამ კორტნი რესპუბლიკელი კონგრესმენების ანგარიშს ეხმიანება და ამბობს, რომ არასწორია, რომ ივანიშვილი პუტინის მოკავშირეა და საქართველოს წინააღმდეგ დესტაბილიზაციაშია ჩართული.
“RSC-ის ანგარიში საქართველოს მხარდამჭერ აქტს სწორად უჭერს მხარს, მაგრამ არასწორად ირწმუნება, რომ ბიძინა ივანიშვილი ‘პუტინის ახლო მოკავშირეა და საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული’. ბოლო 8 წლის განმავლობაში საქართველო აგრძელებს, გახდეს უფრო დემოკრატული და სტაბილური ,” – წერს აშშ-ის ყოფილი ელჩი ტვიტერზე.
The RSC's report properly backs Georgia Support Act, but wrongly claims Bidzina #Ivanishvili is "close ally of #Putin and involved in destabilizing #Georgia." For last 8 years Georgia has continued to become more #democratic and stable. https://t.co/tvC2EegHa2 via @CivilGe
— William Courtney (@courtneywmh) June 13, 2020
“აშშ-ის გაძლიერებისა და გლობალურ საფრთხესთან ბრძოლის” ანგარიშში, რომელსაც 13 კონგრესმენი აწერს ხელს, წერია, რომ აშშ-მა უნდა გააფართოვოს სანქცირებული ადამიანის სია და ამ სიაში ისეთი ოლიგარქებიც უნდა შევიდნენ, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, ეხმარებიან. ასეთ ოლიგარქებს შორის ბიძინა ივანიშვილიც სახელდება, რომელიც “პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული.