“ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს “პოლიტიკური ბოღმისა და სიძულვილის ელექსირი” უწოდა და გახარიას მიმართა კითხვით მოხსნიდა თუ არა მინისტრს.
” თქვენ გვერდზე რომ ზის, პოლიტიკური ბოღმის და სიძულვილის ელექსირი. იქნებ მაგას და რომან კაკულიას აუხსნათ, ეგეთი ევროპა არ გვინდაო, რომ თქვა. ახლა რაც შეეეხება წულუკიანს, მის მაგარ ციტატას წაგიკითხავთ – „თითებს ვიჭამდი, ეს ორი რომ გამოუშვეს: უგულავა და ოქრუაშვილი. რა უნდა ვიზეიმოთ 26 მაისს, ვართ კი დამოუკიდებლები? უკვე მივდივარ ჩემს მოხევესთან. ლელთ-ღუნიას გულისხმობს, ილია ჭავჭავაძის, რუსეთის იმპერიამ რომ დაანგრია.ბატონო გიორგი, მოხსნით ამ მინისტრს ?!ასეთი სამარცხვინო განცხადებისთვის?”- განაცხადა ბოკერიამ.