დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, თუ რეგულაციებს მკაცრად არ დავიცავთ, შესაძლოა, ქვეყანა ფართომასშტაბიან ეპიდემიაში შევიდეს.
„მართალია გაუარესებას არ აქვს ნახტომისებრი ხასიათი, ის თანდათან უარესდება, მაგრამ თუ ჩვენ არ დავიცავთ მკაცრად რეგულაციებს და აღსრულება არ იქნება მაქსიმალური, მაშინ დიდი რისკია იმისა, რომ დაიწყოს საყოველთაო გავრცელება, კლასტერული გავრცელება უკვე გვაქვს და შეიძლება შევიდეთ ფართომასშტაბიან ეპიდემიაში, როგორიც იყო ნოემბერ-დეკემბერში”,– განუცხადა გამყრელიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს.
მისივე თქმით, თუ მოზრდილი მოსახლეობის 60% აიცრება წლის ბოლომდე, მაშინ ეპიდემია ქვეყანაში დასრულდება, თუმცა აქტივობა ამჟამად დაბალია.
გამყრელიძე აღნიშნავს, რომ ძალიან უნდათ, აღდგომის დღესასწაულზე დამატებითი შეზღუდვების დაწესება არ დასჭირდეთ.