დონალდ ტრამპი განმარტავს, რატომ ვერ ახერხებს წონაში კლებას

 

აშშ–ს ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, რომელიც ას კილომდე  იწონის და რომელსაც ექიმები გახდომას ურჩევენ, საკუთარ წონაზე კიდევ ერთხელ იხუმრა.ტრამპი ამბობს, რომ გახდომას ვერ ახერხებს, იმიტომ რომ “გახდომის დრო არ აქვს“, მიუხედავად იმისა, რომ თურქული წარმოშობის ცნობილი ამერიკელი ექიმის, მეხმედ ოზას რჩევებს მუდმივად  იღებს.

ამის შესახებ დეილი მეილი წერს.

“შეგიძლიათ დაიჯეროთ, რომ 208 ფუნტს ვიწონი? (94 კილოგრამი)“ შეიძლება მეტსაც“– თქვა ტრამპმა ორშაბათს საღამოს Hilton Palm Beach–ის აეროპორტში Club 45–ის ღონისძიებაზე გამოსვლისას.

“ექიმმა ოზმა მითხრა, რომ უნდა გავხდე. მე კი ვუპასუხე – “არ მაქვს გახდომის დრო“– ამბობს აშშ–ს ყოფილი პრეზიდენტი.

მანამდე ცოტა ხნით ადრე ტრამპმა მხარი დაუჭირა ექიმ ოზს რესპუბლიკური პარტიდან პენსილვანიის შტატის სენატის არჩევნებში მონაწილეობისთვის.

ტრამპი წარსულშიც საუბრობდა იმაზე, რომ ვერ ახერხებს გახდომას, იმიტომ რომ არ არის მზად უარი თქვას საყვარელ ფასთფუდზე და ტკბილეულზე, სპორტული ვარჯიშები კი აშშ–ს ყოფილი პრეზიდენტის აზრით მეტისმეტად დიდ ენერგიას მოითოვს. ერთხელ ტრამპმა საკუთარ თანამშრომელს, რომელიც Ironman–ის შეჯიბრებისთვის ემზადებოდა, ისიც კი უთხრა, რომ ამდენი ვარჯიშით  შეიძლება ახალგაზრდა ასაკშივე მომკვდარიყო.