ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელმაც ბოლო დროს წონაში დაიკლო, ფეისბუქზე კიდევ ერთხელ განმარტავს, როგორ მოახერხა ეს:
“ასობით კომენტარს ერთად გიპასუხებთ, დასმულ კითხვაზე როგორ გავხდი .
თავიდან დავიწყე 16 საათიანით. რაც ნიშნავს იმას რომ ბოლო კვება მქონდა საღამოს 6 ზე და პირველი მეორე დღის ათზე. შუალედში ვსვამდი პიტნის ჩაის და წყალს.
არ ვჭამდი პურს, მაკარონს, ბურღულეულს და ამოღებული მქონდა ტკბილი. ნუ, ტაფაზე, ზეთში შემწვარ საჭმელს მე ისედაც არ ვჭამ, კვერცხს მხოლოდ.
ორი თვე გრამი ვერ დავიკელი და შემდეგ უკვე წავიდა ნელი კლება. 3 აპრილიდან დღემდე დავიკელი 17 კილო.
მოგვიანებით გადავედი 18 საათიანზე და ეს საათები შეგიძლიათ მოირგოთ საკუთარ რეჟიმზე. გააჩნია ვინ როდის იძინებთ. ახლა უკვე ვჭამ ყველაფერს, აჭარულს, ხინკალს, ნამცხვარსიმიტომ რომ მხოლოდ ვინარჩუნებ წონას და ვარ მყარად 18 საათიანზე.
შუალედში მხოლოდ ჩაი და წყალი.
თუ თავიდან კლება არ იქნება არ დანებდეთ.
კლება ნელია, მაგრამ როცა დარღვევა მოგინდებათ არ იმატებთ მაშინვე. მე 6 თვის შემდეგ დავარღვიე პირველად და ზოგადად, ამ ხნის მანძილზე დარღვეული მაქვს 4 ჯერ. ამიტომ არ შეეჩვიოთ დარღვევას.
ამდენ წლიანი გამოცდილების შემდეგ მივხვდი რომ 18 საათიანი არის ცხოვრების წესი და მთავარი ეგაა. არანაირი მონო დიეტები. ფორმაში ყოფნა არის ცხოვრების წესი.
აბა, წარმატებებს გისურვებთ“– წერს ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქზე.