ეს არის მწვანე შუქი “ოცნებისთვის” აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის ტოლობა მიუღებელია – ასე აფასებს, მოძრაობა “სირცხვილია” მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც წერია რომ, მოლაპარაკებებზე ერთ-ერთ პუნქტად “20 ივნისის საქმის მონაწილეთა ამნისტიას” განიხილავენ.
“აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის, ტოლობის დასმა სრულიად მიუღებელია; ამნისტია, როგორც ჰუმანური აქტი, გამოიყენება დამნაშავეების მიმართ. სირცხვილია ამ პუნქტის აქტივისტებზე გავრცელება, უსამართლობაა სამართალდამცველების გათავისუფლება პასუხისმგებლობისგან (ისედაც არავისი დამდგარა) ქვეყანაში, სადაც მანიფესტაციის უფლების რეალიზება ისედაც თითქმის შეუძლებელია. ეს არის მწვანე შუქი ქართული ოცნებისთვის, რომ ჯერ ჩვენს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს წაგვართმევს, დაგვარბევს, მერე ისევ ჩვენ გვაგებინებს პასუხს მიკერძოებული მართლმსაჯულების გამოყენებით. ეს არის მწვანე შუქი ამ მავნე პრაქტიკის გაგრძელებისთვის და მმართველი პარტიის რეპრესიული პოლიტიკისთვის”, – ნათქვამია სირცხვილიას განცხადებაში.