საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლითაც აგვისტოს ომის საქმეზე საქართველომ რუსეთს დავა მოუგო.
“დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა!
დავა – საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში საქართველოს გამარჯვებით დასრულდა!
ეს საერთო გამარჯვებაა!”,– წერს გახარია.
სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა დაარღვია: სიცოცხლის, საკუთრების, პირადი და ოჯახური ცხოვრების, თავისუფლად გადაადგილების უფლება, ასევე დაირღვა წამების, არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვის მუხლები.