უკრაინის პრეზიდენტი , ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს ხელისუფლების მიერ უკრაინაში საქართველოს ელჩის გამოწვევას ეხმიანება და ამბობს, რომ ეს შეცდომაა.
მისი განცხადებით, უკრაინა საპასუხოდ ელჩს არ გაიწვევს, რადგან ჩვენს საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობა უფრო დიდი ხნის არის, ვიდრე ქვეყნის ნებისმიერი მთავრობა.
„ჩვენ ქართველ ხალთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ მსგავსი კონსულტაციებიისთვის საკუთარ ელჩს არ გამოვიწვევთ, იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა უფრო დიდი ხნის არის, ვიდრე ქვეყნის ნებისმიერი მთავრობა. მიმაჩნია, რომ ეს შეცდომაა საქართველოს მხრიდან”,- განაცხადა ზელენკიმ.
მან ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფოში მიმდინარე საკადრო პოლიტიკა მხოლოდ ამ სახელმწიფოს ეხება.
„ვფიქრობ, კონსულტაციების შემდეგ, ყველა მხარე მიხვდება, რომ ნებისმიერ ქვეყანაში მიმდინარე საკადრო პოლიტიკა, ეხება მხოლოდ იმ ქვეყანას და მის მოქალაქეებს. ბატონი სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და მას უკრაინის პასპორტი აქვს. მე, უკრაინის პრეზიდენტმა, იგი დავნიშნე პრეზიდენტთან არსებული რეფორმების აღსრულების საბჭოს თავმჯდომარედ. სულ ესაა“,- თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელ ხელმძღვანელად დაინიშნა. ამის გამო საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინაში საქართველოს ელჩი კონსულტაციებისთვის გამოიძახა.
ამ ფაქტს მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა და თქვა: ,,“შეიძლება კითხვა დავსვა? ის ელჩი რომ “გამოიძახეს“, სახლამდე როგრ ჩააღწევს?“.