საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
“ძალიან ემოციურია ჩემთვის თქვენი განცხადება. ეს არის პირველი რიგის პოლიტიკური ლიდერის პასუხი ჩემს უკანონო დაკავებასა და პატიმრობაზე საქართველოში, გაყალბებული ბრალდებების საფუძველზე, რომელსაც არავინ აღიარებს მსოფლიოში, გარდა რუსეთისა.
საქართველო არის ჩემი ცხოვრების სიყვარული, მაგრამ მე ასევე მიყვარს უკრაინა – ჩემი მეორე სამშობლო, სადაც გავატარე ჩემი ცხოვრების მრავალი წელი, სადაც მყავს ოჯახი და მეგობრები და ძალიან ვაფასებ უკრაინის მოქალაქეობას.
მთელი ცხოვრება ვიამაყებ იმით, რომ შესაძლებლობა მაქვს მოკრძალებული წვლილი შევიტანო უკრაინაში მიმდინარე ისტორიულ ცვლილებებსა და რეფორმებში თქვენი ხელმძღვანელობით. ვინაიდან, ფაქტობრივად, მე პუტინის პირადი პატიმარი ვარ, ძალიან ვაფასებ თქვენს პრინციპულ პოზიციას უკრაინის, მთელი რეგიონისა და იმპერიის ყველა პატიმრის დასაცავად.
პატივისცემით, მიხეილ სააკაშვილი”,– წერს მიხეილ სააკაშვილი.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ თქვა, რომ ის სისტემატურად აბრუნებს უკრაინის მოქალაქეებს უკრაინაში, სააკაშვილი კი გამონაკლისი არ იქნება.
თეა წულუკიანის განცხადებით, სააკაშვილის ექსტრადირება არ მოხდება, რადგან ეს “სამართლებრივი ნონსენსია”.