ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტის დეპუტატის მანდატს ტოვებს

პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურა ჯაფარიძე დეპუტატის მანდატს ტოვებს.

“განცხადების დაწერას ვაპირებ ამ დღეებში, მე ისედაც არ ვარ პარლამენტის წევრი. რეალობა გვაქვს, ვიღაც ტიპები არიან, თავზე გვაზიან და გვეუბნებიან, რომ ვართ თქვენი ხელისუფლებაო. არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვთ, წაგებული აქვთ არჩევნები, შარშანაც წააგეს და ახლაც წააგეს. ახლა რომ წააგეს, ამას ეუთო-ოდირიც ადასტურებს და აშშ-ს საელჩოს დღევანდელი განცხადებაც. ვიღაც უზურპატორები არიან, ნებისმიერი პროტესტი მისაღებია, შეუძლებელია ესენი ხელისუფლებაში დარჩნენ”,- ამბობს ზურაბ ჯაფარიძე მთავარი არხის ინფორმაციით.

მანდატი დატოვა ნონა მამულაშვილმა და მამუკა ხაზარაძემაც. დღეს მიხეილ სააკაშვილმა მოუწოდა ოპოზიციას, მანდატებზე უარი თქვან და პარლამენტში ხელისუფლება მარტო დატოვონ.