“როდესაც ხელისუფალი, რომლის ფუნქციაა დანაშაულის აღკვეთა, უაპელაციოდ აცხადებს, რომ ვიღაცა ვიღაცის მკვლელობას გეგმავს, აქ იკითხება შეფარული მუქარა – “მოგკლავ და სხვას დავაბრალებ…”
ასე ეხმიანება პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებას. ოცნების თავმჯდომარის თქმით, აქვთ ინფორმაცია, რომ ოპოზიციამ ერთერთ თათბირზე განიხილა ელენე ხოშტარიას მოწამვლის საკითხი. ხოშტარიას შეფასებით, ეს ყურადღების გადატანის მცდელობაა.