ოპოზიციამ ერთ-ერთ თათბირზე განიხილა ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარი – კობახიძე

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ოპოზიციამ თათბირზე დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას მოწამვლა განიხილა.

“გასული დღეების განმავლობაში ჩვენ ვიხილეთ რადიკალების კიდევ ერთი წარუმატებელი მცდელობა, კიდევ ერთხელ აერიათ ქვეყანა არჩევნების შემდეგაც კი. საზოგადოებას ვაძლევთ მკაფიო პირობას, რომ ვერცერთ ასეთ მცდელობას შედეგი ვერ ექნება. ჩიხში შესული რადიკალების რიგებში დღემდე არ წყდება საუბარი რადიკალურ ნაბიჯებზე, მათ შორის, საკუთარი თანაგუნდელების მკვლელობაზე, რაზეც რამდენიმე დღის წინ სუს-მაც გაავრცელა ინფორმაცია.

განსაკუთრებული ყურადღება გვინდა გავამახვილოთ ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომ გუშინ ერთ-ერთ თათბირზე განხილულ იქნა ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარი”,- თქვა კობახიძემ ბრიფინგზე.

ცნობისთვის, ელენე ხოშტარია მე-7 დღეა შიმშილობს და მხოლოდ წყალს იღებს.