რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა კომენტარი არ გააკეთა უკრაინასთან ომში რუსეთის ფედერაციის დანაკარგებზე. ინფორმაციას სახელისუფლებო მედია ავრცელებს.
მისი თქმით, არ შეუძლია კომენტარის გაკეთება.
“არ გვაქვს უფლება გავახმოვანოთ [დანაკარგები] სამხედრო ოპერაციის დროს. ეს თავდაცვის სამინისტროს ექსკლუზიური პრეროგატივაა”,– თქვა მან ჟურნალისტების კითხვაზე.
უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა დაკარგა დაახლოებით 15 300 ჯარისკაცი, 509 ტანკი, 99 თვითმფრინავი, 123 ვერტმფრენი.
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველის, ალექსეი არესტოვიჩის ინფორმაციით, განადგურებულია რუსეთის 10 არმიიდან 4 – სამი დამრტყმელი არმია და ერთი საჰაერო არმია.