„მტერმა თითქმის დაკარგა უკრაინის ტერიტორიაზე ყველგან თავდასხმის უნარი და მხოლოდ ტაქტიკურ მოქმედებებს ატარებს, აგროვებს რეზერვებს, რომლებიც ექვემდებარება თავდასხმებს ჩვენი სარაკეტო ძალების, არტილერიისა და ავიაციის მხრიდან. დღეს მე წარმოგიდგენთ მტრის დანაკარგებს გარკვეულწილად უჩვეულო ფორმით. ჩვენ მათ გავზომავთ არა ერთეულების მიხედვით, არამედ ორგანიზაციული და საშტატო სტრუქტურებით.

რუსეთ-უკრაინის ომის აქტიური ფაზის 26-ე დღეს, ჩვენმა ჯარებმა გაანადგურეს 11 სატანკო ბატალიონი, ჯავშანტექნიკის 34 ბატალიონი, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემის 5 ბატალიონი, ქვემეხი არტილერიის 17 ბატალიონი, თითქმის 5 საჰაერო პოლკი. ავიაციისა და შვეულმფრენების 5 საჰაერო პოლკი. ეს შეადგენს რუსეთის “შოკისმომგვრელი” არმიის სამ კომპლექტს, როგორც ოპერატიულ-სტრატეგიულ ფორმირებას. ანუ, ჩვენ გავანადგურეთ სამი რუსული დამრტყმელი არმია და ერთი საჰაერო არმია. რუსეთის ფედერაციის 10-დან  ოთხი არმია”

აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი.