კრემლის პროპაგანდისტი ვლადიმირ სოლოვიოვი მარიუპოლში ჩავიდა

რუსული სახელისუფლებო მედიის, Russia Today-ის მთავარი რედაქტორის, მარგარიტა სიმონიანის განცხადებით, კრემლის პროპაგანდისტი ვლადიმირ სოლოვიოვი მარიუპოლში ჩავიდა.

მისი მტკიცებით, სოლოვიოვი ადგილობრივმა მცხოვრებლებმა “იცნეს, ავტოგრაფი თხოვეს და ჩაეხუტნენ”.

მარიუპოლში სოლოვიოვის ჩასვლის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად უკრაინის დაზვერვამ გაავრცელა. მათი ცნობით, რუსეთი 9 მაისს მარიუპოლში “აღლუმის” ჩატარებას გეგმავს, რის გამოც ოკუპანტებმა მასშტაბური პროპაგანდისტული კამპანია დაიწყეს.

დაზვერვა იტყობინება, რომ რუსებს აჩვენებენ სიუჟეტებს, როგორი “სიხარულით“ ხვდებიან მარიუპოლის მცხოვრებლები რუს ოკუპანტებს.