უკრაინის ათობით მართლმადიდებელი სასულიერო პირი მოსკოვს განუდგა და განაცხადა, რომ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს, კირილს ღვთისმსახურების დროს აღარ მოიხსენიებენ.
“ჩვენ თქვენ მამად გთვლიდით, თქვენ კი მამინაცვალზე უარესი აღმოჩნდით“– ამბობენ მღვდელმსახურები ვიდეომიმართვაში, რომელიც იუთუბზე გავრცელდა.
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ფორმალურად მოსკოვის პატრიარქს ექვემდებარება.
რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მსახურების უმრავლესობა ტრადიციულად პატრიარქ კირილს ყოველდღიურად მოიხსენიებდნენ.
“განსაკუთრებული სინანულით უნდა ვაღიაროთ, რომ ამ საშინელ დღეებში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა არანაირად არ დაგმო რუსეთის ხელისუფლების აგრესიული ქმედებები. 2022 წლის 24 თებერვალს პატრიარქმა კირილმა გადაწყვიტა “ კონფლიქტის ყელა მხარისთვის მოეწოდებინა, გააკეთონ ყველაფერიმშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის ასაცილებლად.“
მღვდლებმა უკვე მიმართეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს, კიევის მიტროპოლიტს წინადადებით, გამოვიდეს მოსკოვის დაქვემდებარებიდან და უკრაინის მრათლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია აღიაროს.