რუსეთის პატრიარქი უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა, კირილმა  უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა:

“ღრმა  გულისტკივილით აღვიქვამ ადამიანების ტანჯვას, რასაც მიმდინარე მოვლენები იწვევს. როგორც სრულიად რუსეთის პატრიარქი და ეკლესიის წარმომადგენელი, რომლის მრევლი როგორც რუსეთში, ისე უკრაინაში და სხვა ქვეყნებშია, ღრმად ვუთანაგრძნობ ყველას, ვისაც უბედურება შეეხო. მოვუწოდებ კონფლიქტის ყველა მხარეს, გააკეთოს ყველაფერი, რომ თავიდან აიცილოს მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი. მივმართავ ეპისკოპოსებს, ბერებს, სასულიერო და საერო პირებს, ყველა შესაძლო დახმარება აღმოუჩინონ დაზარალებულებს, მათ შორის ლტოლვილებს, ადამიანებს, ვინც უსახლკაროდ და სარჩოს გარეშე დარჩა. რუს და უკრაინელ ხალხებს მრავალსაუკუნოვანი საერთო ისტორია აქვთ, რომელიც თარიღდება წმინდა მოციქულთა სწორი თავად ვლადიმირის მიერ რუსეთის ნათლობით. მჯერა, რომ ეს ღვთის მიერ ნაჩუქარი ერთობა დაგვეხმარება დავძლიოთ წარმოქმნილი წინააღმდეგობები და განხეთქილება, რომელმაც ეს კონფლიქტი გამოიწვია. მოვუწოდებ მთელ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას, აღავლინოს ღრმა, მხურვალე ლოცვა მშვიდობის სწრაფი აღდგენისთვის.“