მანქანების გადაადგილების შეზღუდვა ტაძარში მისვლას ვერ შეაფერხებს – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარიძის განცხადებით, ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვა, საქართველოს ტაძრების გეოგრაფილი მდებარეობის გამო ეკლესიებში მრევლის მისვლასთან არანაირ კავშირში არ არის.

ტიკარაძის თქმით, ახლად დაწესებული რეგულაციებით მთავრობა ცდილობს, ხალხს სოციალური დისტანცირების მნიშვნელობა დაანახოს.

„თუ ჩვენ დავაკვირდებით ჩვენი ტაძრების გეოგრაფიულ გადანაწილებას საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, დავინახავთ, რომ მანქანების გადაადგილება ვერ შეაფერხებს ტაძარში მისვლას. ამ ორ ფაქტს შორის კავშირი არ არის. ეს არის უბრალოდ გამკაცრებული ღონისძიება, რათა ჩვენს მოქალაქეებს დავანახოთ თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს სოციალური დისტანცირების დაცვას“, – ამბობს მინისტრი.

შეგასხენებთ, რომ დღეს 12:00 საათიდან აიკრძალა ავტომობილებით გადაადგილება. ასევე, სავალდებულო გახდა დახურულ სივრცეში პირბადის ტარება.

15 აპრილს საპატრიარქო და მთავრობა შეთანხმდნენ, რომ საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის მიუხედავად, სააღდგომო ლუტურგია ჩატარდება. მთავრობის განცხადებით, დიდ ტაძრებში დაცული იქნება დისტანცია, ხოლო მცირე ეკლესიებში მრევლი გარეთ იქნება.

პაატა იმნაძე და ინფექციონისტები მოქალაქეებს მოუწოდებენ, არ მივიდნენ ეკლესიაში, რადგან არსებობს საშიშროება, რომ საქართველოში განმეორდეს იტალია. იმნაძის თქმით, თუ არ დავრჩებით სახლში, ჩვენ ვერ გადავრჩებით და გვექნება უდიდესი მსხვერპლი.